სტუ საგრანტო პროგრამის გამარჯვებული გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  შვიდმა პროექტმა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროგრამაში გაიმარჯვა.

პროგრამის ბიუჯეტი 3 000 000 აშშ დოლარს შეადგენს. სულ დაფინანსდა 36 პროექტი. პროექტების სამეცნიერო პოტენციალი გადამწყვეტ მესამე ეტაპზე ხუთმა უცხოელმა ექსპერტმა შეაფასა. საგრანტო პროგრამა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის ნაწილს, რომელსაც საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის გაფორმებული 2016 წლის 28 მარტის სასესხო ხელშეკრულების თანახმად, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახორციელებს.