სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში
პარლამენტმა, მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლითაც მთავრობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შემოდის. ცვლილებებს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს. პროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ – 10 წავიდა. აღნიშნულ პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიღებულ კანონპროექტს, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილი ხელს მოაწერს, პრემიერ-მინისტრს უფლება ექნება, მამუკა მდინარაძე პოსტზე დანიშნოს.