სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში
პარლამენტში დღეს მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე მეორე და მესამე მოსმენებით იმსჯელებენ. კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას. უნდა განისაზღვროს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება და მისი ფარგლები, ასევე საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს. უკვე ცნობილია, რომ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს.