სტრუქტურული ცვლილებები

15:16, 28.04.2026

პრემიერის საპარლამენტო მდივანმა სესიაზე სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. როგორც უკვე ცნობილია, მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. აღნიშნული პოსტის შექმნის მიზნით კი – „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომელსაც დეპუტატები დღეს პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს.

თეონა მანაგაძის ჩართვა #მოამბე

მსგავსი