სტრატეგიული შეთანხმება საქართველო-აზერბაიჯანს შორის 

21:27, 19.05.2026

ისტორიული შეთანხმებები აზერბაიჯანთან, რომელიც საქართველოს გლობალურ სატრანზიტო ფუნქციას და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას მკვეთრად ზრდის.

სამთავრობო დელეგაცია ბაქოდან სტრატეგიული მნიშვნელობის ორმხრივი თანამშრომლობის პროექტებით დაბრუნდა. მსოფლიო მასშტაბით ენერგორესურსებთან დაკავშირებული კრიზისის ფონზე, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს გახანგრძლივებულ კონტრაქტს, რომელიც საქართველოსთვის ბუნებრივი აირის საბაზრო ღირებულებაზე, ბევრად დაბალ ფასად მოწოდებას ითვალისწინებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ოცი წლის განმავლობაში საქართველო გაზით უზრუნველყოფილი იქნება, სამოხმარებლო ტარიფი კი სტაბილურობას შეინარჩუნებს. კიდევ ერთი შეთანხმებით, სრულად ამოქმედდება შუა დერეფნის ხერხემლად წოდებული „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა. უმოკლესი სარკინიგზო ხაზი, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობას აჩქარებს და აზიას – ევროპასთან, ჩვენი ქვეყნის გავლით აკავშირებს, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის სტატუსს გააძლიერებს.

ბაქო-თბილისს შორის აღდგება რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლაც – გლობალური მნიშვნელობის შეთანხმებები სტრატეგიულ პარტნიორთან და მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტი საქართველოსთვის – ნახეთ მარიამ ბერძენიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი