სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა დმანისში

12:28, 25.07.2026

დმანისის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა. მერმა მოსახლეობას მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა და მომავალი წლების პრიორიტეტები გააცნო. მისი განცხადებით, მთავარი აქცენტი საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებაზე, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე კეთდება. სტრატეგია ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას.

მსგავსი