„სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერებმა შსს-ს განცხადებით მიმართეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა შინაგან საქმეთა სამინიტროს განცხადებით მიმართეს. ისინი სამართალდამცველების მხრიდან მათი პარტიის მხადამჭერების წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლაზე  საუბრობენ. გიორგი ვაშაძის განცხადებით, 24 აგვისტოს, პლაკატების გაკვრის დროს, პოლიციამ მათ აქტივისტებზე სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა, რაც სხვადასხვა მუქარით გამოიხატებოდა. ამასთან, ვაშაძის თქმით,  ერთ-ერთ მხარდამჭერს სამართალდამცველები წლების წინ აღებული სასესხო ვალდებულების გამო ედავებოდნენ.  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ამბობს, რომ ხელისუფლება სამართალდამცველებს პოლიტიკური დავალებებისთვის იყენებს.  გიორგი ვაშაძე ფაქტით დაინტერესებისკენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს.