„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრთა მიმართვა ევროკავშირს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მიმართავენ და შარლ მიშელს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ ჩართულობას სთხოვენ. პარტიის წარმომადგენლები თვლიან, რომ 19 აპრილის შეთანხმების დარღვევით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე უარი თქვა. თანამედროვე საქართველოს მშენებლობის პროცესში, მათი თქმით, ევროპასთან მჭიდრო კავშირს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მმართველი გუნდი კი თავისი გადაწყვეტილებებით, მომავალ თაობას ამ შესაძლებლობას ართმევს.