„სტრატეგია აღმაშენებლის“ შეხვედრა მხარდამჭერებთან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის წევრებმა, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხთან დაკავშირებით, მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართეს. მათი განცხადებით, ქვეყანაში მძიმე კრიმინოგენული მდგომარეობაა, განსაკუთრებით მაღალია ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები. „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის განცხადებით, მათი მიზანია, შეწყდეს ქალთა მიმართ ძალადობა და თითოეული საქმე იყოს გამოძიებული.