„სტრატეგია აღმაშენებლის“ შეხვედრა ამომრჩევლებთან კახეთში

კახეთში გამართა შეხვედრა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდმა. შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა ადგილობრივებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს, ასევე ისაუბრეს გლეხების პრობლემებსა და ამ პრობლემების მოგვარების გზებზე. „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ დღეს გლეხები სათანადოდ დაფასებულები არ არიან, რაც დაუშვებელია. პარტიის სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმა კი, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სწორედ გლეხების შრომის დაფასებაზეა აგებული.