„სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო კამპანია

სასესხო ვალდებულებებზე ექვსთვიანი მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ყველა წვრილი და საშუალო ბიზნესის სასესხო ხელშეკრულებების სუბსიდირება, ასევე უზრუნველყოს პენსიონერებისთვის სესხის პროცენტის ჩამოწერა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, მინიმუმ ექვსთვიან მორატორიუმს იმის გამო ითხოვს, რომ ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა და მორატორიუმი აუცილებელია, ვიდრე ქვეყანა კოვიდკრიზსს არ გადალახავს. ვაშაძის თქმით, სესხის პროცენტის სუბსიდირება უნდა მოხდეს პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი 5 მილიარდიდან მათთვის, ვინც სამუშაო ადგილი დაკარგა, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელიც გაკოტრების პირასაა.