„სტრატეგია აღმაშენებლის“ პრეზენტაცია ქუთაისში

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ქუთაისში მერობის კანდიდატად ანდრო ლოსაბერიძე წარადგინა.  გიორგი ვაშაძემ მოსახლეობასთან საუბრისას ყურადღება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზეც გაამახვილა და თქვა, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილი სამსახურის გარეშე დარჩა, ამ ყველაფრის ფონზე კი, ადამიანებს მაღალპროცენტიანი სესხების გადახდა უწევთ. ოპოზიციონერმა ლიდერმა თავის გამოსვლაში სამუშაო ადგილების შექმნაზე ისაუბრა.