„სტრატეგია აღმაშენებლის“ მოთხოვნა

„სტრატეგია აღმაშენებელი“ რუსეთთან სახმელეთო საზღვარზე შეზღუდვების დაწესებას ითხოვს. „დაუყოვნებლივ მოხდეს დროებით საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის მოქალაქეებისთვის. იყოს მხოლოდ სამი გამონაკლისი – საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უფლება, დაბრუნდნენ საქართველოში, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც იმყოფებიან რუსეთის ფედერაციაში, ჰქონდეთ სამშობლოში შემოსვლის უფლება და ჰუმანიტარული მიზნებისთვის იყოს გადაადგილება შესაძლებელი. განაცხადა ჟურნალისტებთან გიორგი ვაშაძემ.