„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვან. გიორგი ვაშაძის პარტია თავად პროცესში არ ერთვება და ამბობს, რომ მიმდინარე პროცესი ფარსია. ვაშაძის საპასუხოდ, ოპოზიციური პარტიები განმარტავენ, რომ კონსულტაციებში ჩართვა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას არ ნიშნავს და საუბარს აზრი ყოველთვის აქვს. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ გიორგი ვაშაძეს ევროკომისიის რეკომენდაციების საბოტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს.