„სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრი, სკოლის დირექტორების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს. ნანა ტოხვაძის განცხადებით, სამინისტრო მიზანმიმართულად არ ატარებს დირექტორობის მსურველთა სასერტიფიკატო გამოცდას. აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს წერილობითი განმარტების თანახმად, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ გათავისუფლებული ყველა დირექტორი, რჩება განათლების სისტემაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად ან აგრძელებს საქმიანობას მასწავლებლის ან სხვა პოზიციაზე. ამასთან, ყველა მათგანს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ, საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში.