„სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადება და გამოხმაურება

„სტრატეგია აღმაშენებელში“ ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის კონგრესზე მიღებულ გადაწყვეტილებას უპრეცედენტოს უწოდებენ. პოლიტიკურ გაერთიანებაში ამბობენ, რომ რეზოლუცია ერთხმად უჭერს მხარს ევროპაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს – საკითხზე ბრიფინგზე ილაპარაკა პაატა მანჯგალაძემ. მისი თქმით, ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება რეალურია, თუმცა საქართველოს ამაში ხელს უშლის „ქართული ოცნება“, რადგან რუსეთთან აღადგინეს პირდაპირი ფრენები და ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები. ბრიფინგზე ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური რიტორიკის შეწყვეტისა და ევროინტეგრაციის გზაზე ერთიანი გამარჯვების აუცილებლობაზე.