„სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადება

„სტრატეგია აღმშენებლის“ ლიდერი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სთავაზობს, ერთად ჩავიდნენ საჩხერეში.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, საჩხერეში მოსახლეობა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მისივე თქმით, საჩხერის კურორტი კვერეთი, რომელიც უნიკალურია, ბიძინა ვანიშვილის საკუთრებაა და კატასტროფულ მდგომარეობაშია. ვაშაძის თქმით, საჩხერეში მცხოვრებ ნებისმიერ ოჯახში შესვლის შემდეგ, ყველა ნახავს როგორ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისშია ადგილობრივი მოსახლეობა.