„სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადება

საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნებულ კრიტიკას ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებელი“.

სერგო ჩიხლაძის თქმით, ამერიკის ყოფილი ელჩის, იან კელის განცხადება იმის შესახებ, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველო რუსეთის ორბიტაში შეჰყავს და ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, საგანგაშოა. როგორც ჩიხლაძე განმარტავს, ამ ვითარებაში გარდამტეხი „ქართული ოცნების“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა იყო, რასაც დასავლელი პარტნიორების მწვავე გამოხმაურება და შეფასებები მოჰყვა.