„სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადება

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი აცხადებს, რომ პენსიონერებს საბანკო კრედიტების მაღალი საპროცენტო განაკვეთი ჩამოეწერებათ. გიორგი ვაშაძემ დღეს პენსიონერების ნაწილთან შეთანხმება გააფორმა. მისი განცხადებით, მაღალი პროცენტის ჩამოწერა გამარჯვებიდან 30 დღეში მოხდება. ასევე, შემცირდება მედიკამენტების ფასები, პენსია კი ყოველწლიურად გაიზრდება.

დატოვე კომენტარი