„სტრატეგია აღმაშენებელის“ განცხადება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი მმართველ გუნდს წინასაარჩევნოდ ხალხის დაშინებაში ადანაშაულებს. როგორც გიორგი ვაშაძე ამბობს, „ქართული ოცნება“ არჩევნების გასაყალბებლად ორ ხერხს იყენებს.

მისი მტკიცებით ესენია: კორონავირუსით დაშინება და პირდაპირი მოსყიდვა, რაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ყიდვას გულისხმობს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსმა არ შეაშინოს და მივიდნენ არჩევნებზე.