„სტრატეგია აღმაშენებელის“ განცხადება

„სტრატეგია აღმაშენებელში“ გაყალბებულ არჩევნებზე საუბრობენ. პარტიის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე შემაჯამებელი ოქმი წარმოადგინეს. მათი განმარტებით, ამ შემთხვევაში ოქმში წარმოდგენილი მონაცემები ცესკო-ს საიტზე არ არის ასახული. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, თითოეული ხმის დასაცავად, როგორც საპროტესტო აქციებით, ასევე სამართლებრივი გზითაც იბრძოლებენ. ისინი, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს არ გამორიცხავენ, თუმცა მოლაპარაკების საგნად მხოლოდ ხელახალ არჩევნებს განიხილავენ.