სტრასბურგის სასამართლოს პასუხი - გამოხმაურება

მიხეილ სააკაშვილზე საუბარს აღარ აპირებს პრემიერ-მინისტრი. ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საკითხზე განცხადების გაკეთება იუსტიციის მინისტრის პრეროგატივაა. თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის წერილში საუბარია, რომ სააკაშვილი როგორც კი შეწყვეტს შიმშილობას, გაეწიოს სათანადო მკურნალობა, ეს არის პატიმართან მოპყრობის ელემენტარული წესი, რასაც ყოველთვის ვიცავთ.