სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვაზაგაშვილის საქმეზე 

ვაზაგაშვილისა და გოგალაძის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოში დავა სახელმწიფოს მარცხით დასრულდა.

ვაზაგაშვილის და შანავას ეპიზოდზე, როგორც მკვლელობის ნაწილში, ასევე ამ საქმის არაეფექტურად და გაჭიანურებულ ვადებში გამოძიების გამო, ოჯახის სასარგებლოდ, სახელმწიფოს დაეკისრა 50 000 ევროს კომპენსაციის სახით გადახდა.

საუბარია 2006 წლის მაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მომხდარ შემთხვევაზე. დაზარალებული მხარე სახელმწიფოს წინააღმდეგ დაობდა. გადაწყვეტილება სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნა მიღებული.

ნათია ქენქაძე მუშაობდა თემაზე.

დატოვე კომენტარი