სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 

21:30, 23.06.2026

ევროპული სასამართლოს კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში, რუსეთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს ადასტურებს.

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის და სხვა ქართველი სამხედროების წამებასა და მკვლელობაში სტრასბურგმა რუსეთის ფედერაცია დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება, რომელიც ოკუპანტ ქვეყანას სრულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ფულად კომპენსაციას აკისრებს, ორ საქმეს აერთიანებდა. წარდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის ვიდეომასალის, მოწმეთა ჩვენებების და ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე სასამართლომ ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა. მათ შორის სიცოცხლის ხელყოფის უფლება, წამების აკრძალვა და არაეფექტიანი გამოძიება. საქმეზე დაზარალებულების ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა, პროცესში მესამე მხარედ იყო ჩართული იუსტიციის სამინისტრო.

უფრო კონკრეტულად რა დარღვევებზე მიუთითებს  სტრასბურგის სასამართლო და როგორ აფასებს გადაწყვეტილებას ქართული მხარე – გენო ოსიყმაშვილი მუშაობდა თემაზე.

მსგავსი