სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება - შეფასებები

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული სამართლებრივი პოზიცია და საჩივრები საქმეზე – „ფირცხალავა და Y საქართველოს წინააღმდეგ“, ასევე, „გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში კიდევ ერთხელ ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ, 2012 წლის შემდეგ მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე.