სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც გიორგი მამალაძესა და მის ადვოკატს შორის კომუნიკაციის მიყურადებას დაადასტურებდა. ის უკავშირდებოდა გიორგი მამალაძისა და მისი წარმომადგენლის სატელეფონო საუბრის შესაძლო ფარულ მოსმენას, რაც მამალაძის მტკიცებით, მას ხელს უშლიდა სტრასბურგის სასამართლოში ზემოხსენებული პირველი საჩივრის თავისუფლად წარდგენაში. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის პირველ აგვისტოს „მთავარმა არხმა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადანაშაულა, თითქოს 2019-2020 წლებში უკანონოდ აკვირდებოდა და აგროვებდა მონაცემებს სასულიერო და სხვა საჯაროდ აქტიური პირების პროფესიული ან/და ინტიმური ცხოვრების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი პოზიცია შესაბამის მტკიცებულებებთან ერთად და საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა, როგორც აშკარად დაუსაბუთებული“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.