თითქმის 20 წლიანი დავა დასრულებულია.
სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაცხადა და საკუთრების უფლების დარღვევაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. გადაწყვეტილებაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა ყველა შესაძლებელი და გონივრული ღონისძიება ოკუპირებულ აფხაზეთში პირთა საკუთრების უფლების დასაცავად. საქმე ეხება იმ პირთა ნაწილს, რომელებმაც აფხაზეთი 1992 წელს მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით დატოვეს და საკუთარი ქონების განკარგვას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.