სტრასბურგის სასამართლო - გადაწყვეტილება ყოფილი პრემიერის საქმეზე

სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 2 საათის წინ გამოაცხადა. საქმე ეხება ყოფილი პრემიერის საკნიდან გაყვანის ეპიზოდს. სასამართლომ დაადგინა, რომ მისი დაკავება და პატიმრობა იყო კანონიერი, ხოლო 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ, გადაწყვიტა რომ დაირღვა მე-18 მუხლი, რაც არეგულირებს წინასწარი პატიმრობის სხვა მიზნებისთვის გამოყენების აკრძალვას.