სტრასბურგის გადაწყვეტილება

გაერთიანებული სამეფო სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება. საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დიდი ბრიტანეთი მიესალმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და მათი დადგენილებით რუსეთის პასუხისმგებლობას: მკვლელობებზე, წამებასა და მოქალაქეების იძულებით გადაადგილებაზე, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების კონტროლის პერიოდში, რომელიც დღემდე გრძელდება. „რუსეთმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – წერია საელჩოს ინფორმაციაში.