სტორის ხეობაში ავარიისას დაკარგულ ერთ პირს ეძებენ

მაშველებმა ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ხევში გადავარდნილი ადამიანის ცხედარს მიაგნეს. ამ დრომდე გრძელდება კიდევ ერთი მგზავრის ძებნის სამუშაოები. პროცესში ჩართულია მძიმე ტექნიკა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ხუთი მგზავრი.

დეტალებს სოფო მთივლიშვილი გაგვაცნობს თუშეთიდან.