stopcov.lotto - ლატარიის პირველი გამარჯვებულები

„აიცერი და მოიგე“ – ლატარიის პირველი გამარჯვებულები ცნობილია. დასახელდა 160 მოგებული. მათ 500 და 100-ლარიანი ფულადი ჯილდო მიიღეს. ვაქცინაციის წახალისების მიზნით, გათამაშება ყოველდღიურად იმართება და მონაწილეობს წინა დღემდე აცრილი ყველა მოქალაქე. შემაჯამებელი გათამაშების საპრიზო თანხა 100 000 ლარია და 27 დეკემბერს გაიმართება.