სტოლტენბერგის განცხადება - შეფასებები

რა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას აპირებს ხელისუფლება 2020 წლის არჩევნებისთვის და როგორ აფასებენ მხარეები ნატოს გენერალური მდივნის განცხადებებს არჩევნებთან დაკავშირებით.

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელის თქმით, სტოლტენბერგის გზავნილები იმის დასტურია, რომ ნატოსთვის მნიშვნელოვანია არჩევნების დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარება და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები.  პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ისინი კიდევ ერთხელ გამოთქვამენ მზადყოფნას, საკანონმდებლო ცვლილებები ეუთოსთან და საერთაშირისო ორგანიზაციებთან კონსულტაციებით მომზადდეს. თუმცა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა და ისინი ხელისუფლებას შესაბამისი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ.