სტივ უიტკოფი დღეს მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, დღეს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. მედიის ინფორმაციით, შეხვედრას, სავარაუდოდ, დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერიც. „ბიბისის“ ცნობით, უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა დღის მეორე ნახევარში გაიმართება. თეთრი სახლის სპიკერის განცხადებით, აშშ დაგეგმილი შეხვედრის მიმართ „ოპტიმისტურადაა განწყობილი“. იქამდე კი – ფლორიდაში უკრაინელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის ორდღიანი მოლაპარაკებები გაიმართა, რასაც აშშ-ის მხრიდან უიტკოფი და კუშნერიც ესწრებოდნენ.