სტივ დეინსის განცხადება
 სენატორი დეინსი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში მან გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მოხარულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესაძლებლობით. განიხილეს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება. სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში. მან მტკიცედ წაახალისა საქართველო, იმუშაოს მჭიდროდ პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან ეკონომიკური და უსაფრთხოების საერთო ინტერესების წინსვლისთვის.