სტიქიური მოვლენების პრევენციაზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით კონფერენცია იმართება
წყალდიდობისა და სტიქიური მოვლენების პრევენციის გზების მოძიების საკითხზე გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით კონფერენცია მიმდინარეობს.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, წყალდიდობების მხრივ დასავლეთ საქართველო ყველაზე მაღალი რისკის ზონაა, ამიტომ უნდა მოხდეს საფრთხეების შეჯამება და ძირითადი აქცენტები გაკეთდება ახალ ტექნოლოგიებსა და მიდგომებზე, რომლის დანერგვაც უნდა მოხდეს.
კონფერენციას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.