სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი თელავში

15:09, 12.07.2026

თელავში შექმნილია სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოპერატიული შტაბი. მის შემადგენლობაში როგორც საკანონმდებლო, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შტაბის წევრებმა პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართეს და სამომავლო პრევენციულ გეგმაზე შეჯერდნენ. ცოტა ხნის წინ სტიქიის ზონაში ჩავიდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრებიც, რომლებიც სიტუაციას ადგილზე გაეცნენ. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სტიქია მასშტაბურია და მისი შედეგების აღმოსაფხვრელად ცენტრალური ხელისუფლების დახმარებაა საჭირო. შტაბის წევრები განმარტავენ, რომ ეპიცენტრი სექტორებად არის დაყოფილი და დღის განმავლობაში, წყლის კლებასთან ერთად, სამუშაოები უფრო ინტენსიური გახდება.

მსგავსი