სტიქიის შედეგები

ამ დრომდე გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები წუხელ სტიქიით დაზარალებულ კრწანისის დასახლებაში.

რამ გამოიწვია უბნის დატბორვა? ხელისუფლების წარმომადგენლები მომხდარს უხვ ნალექს უკავშირებენ. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ რუსთავი-თბილისის დამაკავშრებელი ავტომაგისტრალის მშენებლობის დროს დაშვებულია შეცდომა. სტიქიის შედეგად 12 ოჯახი დაზარალდა. სახლებში წყლის დონემ 150 სანტიმეტრს გადააჭარბა. დახოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. წყლის მოვარდნის გამო დასახლებიდან 15 ადამიანი ვერ გამოდიოდა, მათ მაშველების დახმარება დასჭირდათ. ადგილობრივების ნაწილი სასტუმროებშია გადაყვანილი.

რუსუდან ლოლაძე გვერთვება პირდაპირ ეთერში.