სტიქიის შედეგები მესტიაში

წყალდიდობიდან მე-3 დღეს მესტიაში ვითარება დასტაბილურდა. სპეციალისტების ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის განმეორების საფრთხე აღარ არსებობს. სამუშაოები სპეცტექნიკით აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა, მოსახლეობის ნაწილი კვლავ უწყლოდაა დარჩენილი. სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ, ისინი პრევენციული ზომების გატარების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

რა ვითარებაა დღეს სვანეთში – ნატალია ბერულავას რეპორტაჟი სტიქიის ზონიდან.

 

დატოვე კომენტარი