სტიქიის შედეგები კახეთში

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება კახეთშიც.

ძლიერმა წვიმამ და ღვარცოფმა ყველაზე მეტად სიღნაღის და ლაგოდეხის რაიონების სოფლები დააზარალა. დატბორილია სახლების პირველი სართულები, დახოცილია შინაური ფრინველი და დაზიანებულია შიდა და მაგისტრალური გზები. მეორე დღეა, ადგილობრივები სტიქიის შედეგების აღმოფხვრას საკუთარი ძალებით ცდილობენ.

ჟანა დიდებაშვილის რეპორტაჟი სტიქიის ზონებიდან.