სტიქიის შედეგები კახეთში

კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.

საავტომობილო გზები წაქცეული ხეებისგან უკვე გაწმინდეს და ავტომაგისტრალებზე მოძრაობა თავისუფალია. განსაკუთრებით რთული ვითარება სოფელ კონდოლშია, სადაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. მერია მოსახლეობას სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება. სტიქიამ თელავის, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები დააზარალა. დაზიანებულია ვენახები, სავარგულები, ელექტროგადამცემი ხაზები, ქარმა მოგლიჯა ხეები, სახლებს სახურავები გადახადა.