სტიქიის შედეგები გარდაბანში

21:48, 31.05.2026

უხვმა ნალექმა პრობლემები შეიქმნა ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მზიურის აგარაკებზე მცხოვრები თუთა ჯგუშია დახმარებას ითხოვს. 25 მაისს მისი ეზოს ნახევარზე მეტი ადიდებულმა ნორიოსხევმა წაიღო. ახლა სახლთან მისასვლელი თითქმის აღარ არსებობს. ოჯახს ყოველი წვიმის დროს საფრთხე ემუქრება. დედა-შვილი იძულებული გახდა ერთადერთი საცხოვრებელი დაეტოვებინა. თუთა ჯგუშია პრობლემის მოგვარებას ორი წლის წინაც ითხოვდა და მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობდა, თუმცა, უშედეგოდ. გარდაბნის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ხევი ქვა-ღორღისგან გაიწმინდა, რათა ლოჭინის შენაკადი არ შეგუბებულიყო. აღნიშნულ მონაკვეთზე კი, მათივე ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებენ.

მსგავსი