სტიქიის სალიკვიდაციო სამუშოები

15:26, 29.09.2025

ლაგოდეხში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ვერხვისმინდორში, კაბალში, უზუნთალაში, განჯალასა და ბაისუბანში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და ცენტრალური გზის გაწმენდა დილიდან დაიწყო. ადგილობრივები საკუთარი ძალებით ცდილობენ წყლით, ტალახითა და ქვიშით გავსებული სახლების პირველი სართულებისა და ეზოების მოწესრიგებას. მოსახლეობის ინფორმაციით, დაუზიანდათ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, განადგურდა ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები. სტიქიის ზონაში მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისიაც.

ლაგოდეხში იმყოფებოდა „ლელოს“ მერობის კანდიდატი, რომელიც მოსახლეობას, გამარჯვების შემთხვევაში, მდინარეებზე გაბიონების მოწყობას დაჰპირდა.

მსგავსი