სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები

სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყო. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და დაზიანებულია შიდასაუბნო და ცენტრალური გზები.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა სენაკის რაიონის სოფელ კვაუთში, სადაც მეწყერმა დასახლებასთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი დაანგრია.

რამდენიმედღიანი უამინდობის შემდეგ, დასავლეთ საქართველოში გამოიდარა.