სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები წყალტუბო-ცაგერის გზის მონაკვეთზე
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო მძიმე სპეციალური ტექნიკა და დილიდან გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, დღეს მდინარის ადიდების შედეგად, წყალი გადმოვიდა საავტომობილო გზაზე და უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. პარალელურად, ამავე გზის 141-ე კმ-ზე და 144-ე კმ-ზე ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც აღნიშნული გზის სოფ. ბაბილი-ლასდილის მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის უშგული-ლასდილი მონაკვეთზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.