სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები თელავში

12:15, 21.07.2026

თელავში სელური ნაკადის დამჭერი ნაგებობის ე.წ. „დამბების“ გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. მდინარე თელავისხევზე მდებარე სამივე დამბა და ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და პარლამენტის დელეგატმა დაათვალიერეს. შეგახსენებთ, რომ თელავში სტიქია 12 ივლისს მოხდა. შედეგად თელავისხევზე მდებარე სელური ნაკადის მიმღები ნაგებობა მერქნისგან და სხვა ნატანი მასალისგან მნიშვნელოვნად დაზიანდა.

მსგავსი