სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ქობულეთში

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქობულეთში. ძლიერი შტორმის გამო დაზიანებულია სანაპირო ინფრასტრუქტურა. გარკვეული ზარალი მიადგა ასევე კომერციულ ობიექტებსაც. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, გუშინ ასევე 5 შეტყობინება შევიდა მერიაში ცალკეული ოჯახებიდან. ქალაქის მერის, ლევან ზოიძის განცხადებით, სპეციალური კომისია შეისწავლის თითოეულ შემთხვევას და ყველა დაზარალებულს გაეწევა დახმარება.