სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ლაგოდეხში

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, რომელიც გუშინ ხელმეორედ დაისეტყვა. გრძელდება ზარალის დამთვლელი კომისიის მიერ დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაზიანების ხარისხის შესწავლაც. მდინარე კაბალის კალაპოტთან მობილიზებულია ტექნიკა, მიმდინარეობს ნაპირგამაგრებითი სამუშაოები. ლაგოდეხის გარდა, სტიქიისგან მიყენებულ ზარალს მეორე დღეა ითვლიან გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა სოფელ კაჭრეთში. ბოლო ინფორმაციით, სტიქიამ ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების 350 ჰექტარამდე სავარგულები და 150 სახლისა და ოთხი კორპუსის სახურავი დააზიანა. ინფრასტრუქტურის აღდგენა ხელისუფლების მიერ სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით უნდა მოხდეს.

მოამბე

დატოვე კომენტარი