სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ლაგოდეხში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც სამუშაოებს კოორდინაციას უწევს. ამ დროისთვის მოძრაობა ისევ შეზღუდულია ლაგოდეხი-კაბალი-გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე. მიზეზი სოფელ ბაისუბნის ხიდის დაზიანებაა. სტიქიის ზონებში მეორე დღეა მუშაობს მძიმე ტექნიკაც. ადიდებული მდინარეებზე კალაპოტის შეცვლის შემდეგ, სოფლის შიდა და ცენტრალურ მაგისტრალზე წყლის დინება შეწყდა.