სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები კახეთში
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო და საპრევენციო ღონისძიებების მიმდინარეობს. გრძელდება მდინარე თელავის ხევის კალაპოტისა და ქსელური ნაკადის დამჭერი ნაგებობების გაწმენდა. პარალელურად, ეწყობა ნაპირსამაგრი გაბიონები. მიზანი, სტიქიური მოვლენებისგან დაცვის გაძლიერება და მსგავსი რისკების შემცირებაა. სამუშაოებს საავტომობილო დეპარტამენტი ახორციელებს.