ინფრასტრუქტურული სამუშაოები

18:25, 29.07.2026

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, კახეთის რეგიონში მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტებს ადგილზე გაეცნო. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტი თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურ საფარიანი სტადიონის მშენებლობას ახორციელებს. მიმდინარე პროექტების ფარგლებში, შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურ საფარიანი სავარჯიშო სტადიონები, რომლებიც ითვალისწინებს 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნებს. რევაზ სოხაძე ასევე, ადგილზე გაეცნო, თელავში ახალი, უეფას მესამე კატეგორიის, 4 500 მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონის პროექტის მიმდინარეობას.

მსგავსი